ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერთანამშრომელი დაუგავპილსის უნივერსიტეტის მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე

9 -10 ოქოტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, გივი ბედიანაშვილმა და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელმა, ამირან მაღლაკელიძემ, მონაწილეობა მიიღეს დაუგავპილსის უნივერსიტეტის (ლატვია) მიერ ორგანიზებულ მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში: „სოციალური მეცნიერებები და რეგიონული განვითარება 2020“.

პანდემიის მდგომარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდა ონლაინ პლადფორმა ZOOM-ის მეშვეობით.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს წარმომადგენლების გარდა, ჩართულნი იყვნენ მეცნიერები პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, ლიეტუვადან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ესტონეთიდან.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მეორე პლენარულ სესიას, თანახელმძღვანელობას უწევდა ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გივი ბედიანაშვილი, ლატვიელ პროფესორთან, ძინტრა ილისკასთან, ერთად.

გააზიარე გვერდი:

Hello World!