დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამეცნიერო აბსტრაქტი ESCMID-ის საერთაშორისო კონფერენციაზე

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების როჰიტ რათორესა და ალიკია ჩიპურუპალის სამეცნიერო აბსტრაქტი მიიღეს კლინიკური იკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევოპული საზოგადოების (ESCMID) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა 2020 წლის 23-25 სექტემბერ ონლაინ ფორმატში. 

აღნიშნული კონფერენციის მთავარი თემა იყო კოვიდ-19 და მოიცა კორონავირუსის პანდემიის მრავალ ასპექტ. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა ოჰიტ რათორემ საკუთარი მოხსენებით "Comparative analysis of virulence factors at the genomic level in SARS-CoV and COVID 19" წარმოადგინა სამეცნიერო კვლევის შედეგები, რომელიც შეასრულა ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები ია კუსრაძის და ნათია ქარუმიძის ხელმძღვანელობით.

კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა მთლიანად დაფინანსდა ევროპის უნივერსიტეტის მიერ.

კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპული საზოგადოება არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციის  გაუმჯობესება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!