ევროპის უნივერსიტეტმა პარტნიორი კომპანიების და ორგანიზაციების თანამშრომლები დაატრენინგა

30 სექტემბერს,  ევროპის უნივერსიტეტმა არსებული და პოტენციური პატრნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის  ონლაინ ტრენინგი გამართა.  ტრენინგის მოდული სპეციალურად პარტნიორთა თანამშრომლებისთვის შეიქმნა, რომელიც მათ წარმატებული კარიერის შენებისა და საკუთარი თავის ზრდა-განვითარების პროცესებში ძალიან დაეხმარება.

ტრენინგის თემა: „მოტივაცია - ბიძგი შიგნიდან გარეთ და არა პირიქით“;

ტრენერი: თეონა ბაბუნაშვილი - MPA, საჯარო მმართველობის მაგისტრი, იუსტიციის სამინისტროში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი.

პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მსმენელთა გათვიცნობიერება მოტივაციის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე კარიერული ზრდის მიმართულებით;

პროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნებოდა  ყველა აღნიშნული თემით დანტერესებული პირი, ვისაც სურს, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მოტივირება; პროგრამის გავლის შედეგად, მონაწილეები აცნობიერებენ საკუთარი თავის მოტივირების მნიშვნელობას, ემოციების სწორი მიმართულებით მიმართვის გზით წარმატებული კარიერის შენებისა და საკუთარი თავის ზრდა-განვითარებისთვის;

გააზიარე გვერდი:

Hello World!