ევროპის უნივერსიტეტმა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ევროპის უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა დიტო ბერიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საკუთარ ელექტრონულ პლატფორმაზე (EL.GE) განათავსებს საგანმანათლებლო სახის ვიდეო-რგოლებს, რომლებიც აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული ვიდეო-ლექციები იქნება გზამკვლევი მომავალი სტუდენტებისთვის, რათა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!