ჟურნალს „გლობალიზაცია და ბიზნესი“ დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა

2016 წელს,  ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩართულობით გამოიცა ჟურნალის „გლობალიზაცია და ბიზნესი“ (https://eugb.ge/), პირვეილ ნომერი, რომელსაც წელს, დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა. კონცეფცია თავიდანვე იყო მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის შეთავაზება, რომელიც დაეთმობოდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი მეცნიერებისა და სპეციალისტების კვლევებისა და პრაქტიკული მუშაობის შედეგებს, გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ბიზნესის, ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების აქტუალურ საკითხებზე განსაკუთრებული აქცენტით.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია წარმოდგენილია საქართველოს და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წამყვანი მეცნიერებითა და მკვლევრებით. გეორგაფია დიდია -  ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ისრაელი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი და სხვ.  

ჟურნალის მუშაობა ხორციელდება მოწინავე მსოფლიო სტანდარტების დაცვით - შემოსული სტატიების ორმაგი ფარული რეცენზირება, მათი პალაგიატზე შემოწმება (Turnitin-ის ტექნოლოგიით), საჭიროების შემთხვევაში რეცენზენტების შენიშვნების გათვალისწინებისას ავტორებთან მრავალჯერადი მუშაობა, რეცენზენტების დასკვნის შედეგად სამეცნიერო პოზიციებიდან გამომდინარე სუსტი სტატიების პუბლიკაციაზე უარის თქმა, აღნიშნულ პროცესებში სარედაქციო კოლეგიის წევრების აქტიური და ოპერატიული ჩართულობა. შედეგად გასული პერიოდის განმავლობაში ჟურნალი უკვე შესულია ისეთ ცნობილ ბაზებში, როგორიცაა ERIH PLUS, EBSCO, Google Scholar, Index Copernicus, Crossref. უახლოს წლებში ჟურნალი გეგმავს წარმოდგენილ იქნას სხვა ცნობილ ბაზებში.

ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ იყო ერთ-ერთი თანაორანიზატორი კარგად ცნობილი I, II და III  ეროვნული სამეცნიეო კონფერენციების. უკვე მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენცია „გლობალიზაციის თანამეროვე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“ ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევით ინსტიტუტთან და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად ტარდება სწორედ ჟურნალის „გლობალიზაცია და ბიზნესი“ თანაორგანიზებით.

ჟურნალის მიღწეული წარმატებები ბევრადაა განპირობებული ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, ასევე მისი მთავარი რედაქტორის და სარედაქციო კოლეგიის წევრთა აქტიური მუშაობით.

ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ჟურნალის, „გლობალიზაცია და ბიზნესი“, მთავარ რედაქტორს, პროფესორ გივი ბედიანაშვილს, სარედაქციო კოლეგიის წევრებსა და ევროპის უნივერსიტეტის მთელ გუნდს ჟურნალის 5 წლის იუბილეს.

 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!