ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება

ევროპის უნივერსიტეტში, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება:

1.  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადები: 15 სექტემბრიდან  – 23  სექტემბერის ჩათვლით.

2.  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე ან ივსება ონლაინ: იხ, თანდართული ფაილი);

რეზიუმე (CV);

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომისნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საგამოცდო ბარათი;

ორი ფოტო 3x4 და CD-დისკზე ჩაწერილი;

სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

3.  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით:  

გამოცდა  ეტაპი  – 2 სექტემბერი, 12:00 საათი;

  • გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 22 სექტემბრისა;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 22 სექტემბრისა ;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება  არაუგვიანეს  – 23 სექტემბრისა ;

ბ.  გამოცდა  I I  ეტაპი  – 2 სექტემბერი, 12:00 საათი;

  •  გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 25 სექტემბრისა;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 25 სექტემბრისა ;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება  არაუგვიანეს  – 26 სექტემბრისა ;

გ.  გამოცდა  III  ეტაპი  – 25 სექტემბერი, 12:00 საათი;

  •  გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 26 სექტემბრისა;
  •  გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 28 სექტემბრისა ;
  •  აპელაციის შედეგების გამოცხადება  არაუგვიანეს  – 29 სექტემბრისა
  • რანჟირების დოკუმენტი  გამოიცემა   - 29  სექტემბერს;    
     

4.  ხელშეკრულების გაფორმება  - 30 სექტემბერი -01  ოქტომბერი;

5მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები  გამოცდის ფორმად განსაზღვრულია   ესე.

6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის ადმინისტრაციული  და აკადემიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა   6 ოქტომბრიდან  10  ოქტომბრის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ ხურცილავა - ტელ: 2 000 171 (119)

                                    591711701

 

! ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა განაცხადის ფორმა იხ. თანდართული ფაილის სახით;

!! შევსებული განაცხადი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.ge 

!!! საბუთების ონლაინ წარდგენის შემთხვევაში, აუცილებელი მოთხოვნაა განცხადება და პირადი საქმის დოკუმენტაცია იყოს pdf ფორმატში დასკანერებული, განმცხადებლის სველი ხელმოწერით.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!