ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
ევროპის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანაორგანიზებით, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტთან, ჟურნალთან, „გლობალიზაცია და ბიზნესი“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიასთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი) და თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტთან ერთად, საქართველოში, მესამე წელია ტარდება ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, ეკონომისტის დღეს.
2020 წელს, III კონფერენცია, ჩატარდა 11 სექტემბერს და მიეძღვანა გამორჩეული პედაგოგის, მეცნიერის და სახელმწიფო მოღვაწის, პროფესორ, ნოდარ ხადურის ხსოვნას.
აღსანიშნავია, რომ I ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტში, II - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჯერად, III ეროვნული კონფრენციას მასპინძლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. კონფერენციის თემა იყო „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა: გოჩა თუთბერიძემ - „ქართული ბიზნესი ვირუსული პანდემიიდან - გაკოტრებების პანდემიამდე“ და გივი ბედიანაშვილმა - „პანდემია, მწვანე განვითარება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა: მაკროსისტემური რეგულირების საფუძვლები“.
IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება, წინასწარი შეთანხმებით, მოაზრებულია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2021 წლის 10 სექტემბერს.