ევროპის უნივერსიტეტი Jean Monnet Module-ისა და Jean Monnet Project - ის გრანტის გამარჯვებულია

ევროპის უნივერსიტეტი, ევროკავშირის ERASMUS+ _ის პროგრამის ფარგლებში, Jean Monnet Module-ისა და Jean Monnet Project - ის გრანტის გამარჯვებულია.

აღნიშნული გრანტების ფარგლებში, 2020-2021 წელს, ევროპის უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება ორი მასშტაბური პროექტი:

1. „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი (Jean Monnet Module)“, რომელიც სამ ზამთრის სკოლას მოიცავს. აღნიშნული მოდულის აკადემიური კოორდინატორი იქნება ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი - ლევან მახაშვილი;

2. „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში (Jean Monnet Project)“. კველვითი პროექტის აკადემიური კოორდინატორი იქნება ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი - თათია დოლიძე

გააზიარე გვერდი: