ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველთათვის შიდა კონკურსი დასრულებულია!

გამოვლინდა 5 გამარჯვებული სტუდენტი, რომელთაც ევროპის უნივერსიტეტი  რეგისტრაციისა და დასწრების საფასურს სრულად დაუფარავს.

 გრანტის მფლობელები გახდნენ: : 

  • ალიკია ჩიპურუპალი (დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა))
  • ნინო ცაბუტაშვილი (სამართლის პროგრამა)
  • ნათია ბეგლარაშვილი (ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა)
  • თამარ ელიაძე (ფსიქოლოგიის პროგრამა)
  • დავით ძაძუა (სამართლის პროგრამა)

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ულოცავს გამარჯვებულებს და მათ წარმატებას უსურვებს!

შეგახსენებთ, რომ ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა არის ორკვირიანი (31 აგვისტო - 13 სექტემბერი) მულტიდისციპლინარული პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას მრავალფეროვანი კურსებზე დასწრებისა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიულ ვორკშოპებში მონაწილეობის გზით.

კურსები:

  • ბიოქიმიის ასპექტები სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობისას (მედიცინა)
  • კულტურული გეოგრაფია და კულტურული ტურიზმი (ტურიზმი და საზოგადოებრივი გეოგრაფია)
  • დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ციფრული ერასა და გლობალურ ეკონომიკაში ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, ციფრული ტექნოლოგიები)
  • კაპიტალის ბაზრის რისკების მენეჯმენტი (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა)
  • სამყაროსა და კოსმოლოგიის ისტორია (ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია)
  • უსაფრთხოება და კრიპტოგრაფია (ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოების კვლევები)
  • მასმედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - ტექნიკა და სტრატეგია (პიარ ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები)

ვორკშოპები:

  • პროაქტიული ჩართულობა უკეთესი სამოქალაქო საზოგადოებისთვის
  • პრეზენტაციის უნარები და არავერბალური კომუნიკაცია
  • ლიდერობის კომპეტენციები და მუშაობის მომავალი
  • შეცვლაზე ორიენტირბული აზროვნების გამომუშავება: წაახალისეთ საკუთარი თავი, როგორც სოციალური მეწარმე 
  • საჯარო გამოსვლის სტრატეგიები 

ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტისგვიან საზაფხულო სკოლაზე სხვა დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://ri.uvt.ro/west-university-of-timisoara-late-summer-school/

გააზიარე გვერდი: