ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო საპარტნიორო ქსელს აფართოებს
კორონავირუსული პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, ევროპის უნივერსიტეტი საერთაშორისო საპარტნიორო ქსელს აფართოებს!
ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორთა რიცხვს შეურთდნენ ევროკავშირის შემდეგი მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები:
- ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
- პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
- კლაიპედას უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
- ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
- სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
- ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტი (რუმინეთი)
- ვისტულას უნივერსიტეტი (პოლონეთი)
-
დასავლეთის უნივერსიტეტი (შვედეთი)
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები და მათ საფუძველზე დაიგეგმა არაერთი საერთაშორისო აქტივობა, რომელთაგან, ერთ-ერთი, ყველაზე მასშტაბური გახლავთ სტუდენტთა აკადემიური მობილობა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წელს განხორციელდება.