ტიმისოარას საზაფხულო სკოლა

ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტმა, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტთაშორისი მოლაპარაკების საფუძველზე, გამოყო სპეციალური კვოტა ონლაინ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის! 

ევროპის უნივერსიტეტი შიდა წესით შერჩეულ დასწრების მსურველ 5 სტუდენტს სრულად დაუფარავს რეგისტრაციის საფასურს!

ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა არის ორკვირიანი (31 აგვისტო - 13 სექტემბერი) მულტიდისციპლინარული პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას მრავალფეროვანი კურსებზე დასწრებისა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიულ ვორკშოპებში მონაწილეობის გზით.

კურსები:

  • ბიოქიმიის ასპექტები სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობისას (მედიცინა);
  • კულტურული გეოგრაფია და კულტურული ტურიზმი (ტურიზმი                                       და საზოგადოებრივი გეოგრაფია);
  • დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ციფრული ერასა და                  გლობალურ ეკონომიკაში: ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, ციფრული ტექნოლოგიები);
  • კაპიტალის ბაზრის რისკების მენეჯმენტი (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა);
  • სამყაროსა და კოსმოლოგიის ისტორია (ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია);
  • უსაფრთხოება და კრიპტოგრაფია (ინფორმაციული ტექნოლოგიები,                                                უსაფრთხოების კვლევები);
  • მასმედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - ტექნიკა და                           სტრატეგია (პიარ ტექნოლოგიები, საერთაშორისო  ურთიერთობები)

ვორქშოპები:

  • პროაქტიული ჩართულობა უკეთესი სამოქალაქო საზოგადოებითვის; 
  • პრეზენტაციის უნარები და არავერბალური კომუნიკაცია;  
  • ლიდერობის კომპეტენციები და მუშაობის მომავალი;  
  • შეცვლაზე ორიენტირბული აზროვნების გამომუშავება: წაახალისეთ საკუთარი თავი,            როგორც სოციალური მეწარმე;  
  •  საჯარო გამოსვლის სტრატეგიები;

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/W4GCsHphAd9Xik3S9

რეგისტრაცია შეწყდება პარასკევს, 31 ივლისს, შუადღის 12:00 საათზე. გამარჯვებულები  გამოვლინდებიან იმავე დღეს.

ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის გვიან საზაფხულო სკოლაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://ri.uvt.ro/west-university-of-timisoara-late-summer-school/

გააზიარე გვერდი:

Hello World!