პორტოს ბიზნეს სკოლის ონლაინ მასტერკლასები ევროპის უნივერსიტეტში
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებითა და ჩვენი პარტნიორის, პორტოს ბიზნეს სკოლის, სრული დაფინანსებით, ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს აქვს საშუალება დაესწროს პორტოს ბიზნეს სკოლის ონლაინ მასტერკლასებს.
პირველი მასტერკლასი გაიმართა, 6 ივნისს, 18:00 საათზე, რომელსაც გაუძღვა Karol Gobczynski,
”Ingka Group - ის კლიმატის და ენერგეტიკის ხელმძღვანელი (ძველად IKEA ჯგუფი).
თემა: "Climate Action in Corporate Strategies - გარემოს დაცვითი პოლიტიკა კორპორატიულ სტრატეგიებში".
მასტერკლასს დაესწრო ევროპის უნივერსიტეტის, ტურიზმისა და ბიზნესის პროგრამების, 5 ლექტორი და გადაეცათ პორტოს ბიზნეს სკოლის სერტიფიკატი!