ევროპის უნივერსიტეტს უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი ეწვია
25 თებერვალს, ევროპის უნივერსიტეტს პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის მოწვევით უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, ვოლოდიმირ სმოლანკა ეწვია.
სტუმარს ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, თამარ კერძაია, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, თეიმურაზ ზარქუა და საერთაშორისო ურთიერთობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრა ეხებოდა მხარეების წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებს . კერძოდ, გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და კვლევითი კონფერენციების ჩატარებას .
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტი იყო პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელთანაც უჟგოროდის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.