ევროპის უნივერსიტეტი ჯუსტინა ფორტუნატოს უნივერსიტეტში

2020 წლის 18 თებერვალს, იტალიაში, ქალაქ ბენევენტოში, ევროპის უნივერსიტეტის რექტორიქალბატონი თამარ კერძაიასაერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსიქალბატონი თათია დოლიძე და მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ავალიანი იმყოფებოდნენ ჯუსტინა ფორტუნატოს უნივერსიტეტში, სადაც შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორსა და დირექტორთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამედიცინო პროგრამის მხრივ თანამშრომლობის პერსპექტივები e-learning-ის პლატფორმის გამოყენებით და სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობა.

შეხვედრის ბოლოს, ევროპის უნივერსიტეტსა და ჯუსტინა ფორტუნატოს უნივერსიტეტებს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

გააზიარე გვერდი: