“2020 EFMD Conference for Deans and Directors General“
2020 წლის 13-14 თებერვალს, იტალიაში, ქალაქ მილანში, SDA Bocconi-ის მენეჯმენტის სკოლის მიწვევით, ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი თამარ კერძაია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ქალბატონი თათია დოლიძე, დაესწრნენ კონფერენციას სახელწოდებით “2020 EFMD Conference for Deans and Directors General“.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 350-ზე მეტმა რექტორმა და დეკანმა. კონფერენციის მიზანი იყო მონაწილეებს შორის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და ახალი ტრენდების გაცნობა.
აღსანიშნავია, რომ ”EFMD-The European Foundation for Management Development” არის მსოფლიო დონის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აკრედიტაციის ორგანოდაა აღიარებული. მისი წევრობა, შესაბამისად, ძალიან პრესტიჟულია და სწავლების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. EFMD-ის ბოლო მონაცემებით, ქსელი აერთიანებს 937 ინსტიტუტს, 90 ქვეყანასა და 30 000 წევრს.