ტრენინგი თემაზე: „შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში“
30 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი - სწავლა- სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში.
ტრენინგცენტრის ტრენერმა - ეკატერინე ნაცვლიშვილმა ევროპის უნივერსიტეტის ბიზნენისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, კერძოდ, ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორ-მასწავლებელთათვის ჩაატარა ტრენინგი.
ტრენერმა - ეკატერინე ნაცვლიშვილმა ტრენინგის მსვლელობისას ყურადღება გაამახვილა, როგორც სწავლა-სწავლების მეთოდებზე, ასევე, შეფასების უკვე არსებულ და თანამედროვე მეთოდებზე და მათ შორის ძირითადი მსგავსება- განსხვავებების დემონსტრირება მოახდინა პრაქტიკული დავალებების საშუალებით.
სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი გეგმავს დეკემბერში განახორციელოს სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური, თუ მოწვეული პერსონალისთვის.