ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი გუგლის ადგილობრივი სტუდენტური კლუბის ლიდერი გახდა

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტმა ომარ შირინიანმა, მონაწილეობა მიიღო გუგლის სტუდენტური კლუბების ლიდერთა შესარჩევ კონკურსში.

სტუდენტური კლუბები ემსახურება ტექნოლოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებას უნივერსიტეტებსა და ადგილობრივ თემში და სტუდენტთა უფრო აქტიურ ჩართვას ამ პროცესში გუგლის მენტორობის, გუგლის კონფერენციებსა და აქტივობებში მონაწილეობის გზით.

კონკურსის შედეგად, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი ომარ შირინიანი, გუგლის მიერ შეირჩა, როგორც ადგილობრივი სტუდენტური კლუბის ლიდერი.  შესაბამისად, უნივერსიტეტში შეიქმნება სტუდენტი დეველოპერების ჯგუფი, რომელიც ომარის ხელმძღვანელობით, აქტიურად იმუშავებს ტექნოლოგიური ცოდნის გავრცელებაზე.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!