ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩატარდა
2019 წლის 28 მაისს, პროფესორმა თათული დილიძემ, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე ,,როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“.
შეხევდრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა კვლევითი თემის/საკითხის აქტუალობა, კვლევის სიახლე, პრობლემის ფორმულირება, კვლევის მიზანი, კვლევის მეთოდოლოგია (სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზი, ანკეტირება, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და სხვა). ასევე, ხაზი გაესვა სამეცნიერო ნაშრომში გამოყენებული წყაროების აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვის მითითებასა და ზოგადად ნაშრომის აგების სტანდარტის დაცვას.
შეხვედრა გახსნა ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, რომელმაც სიტყვით მიმართა სტუდენტებს და ისაუბრა ნაშრომის გამოქვეყნების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე. პროფესორ იოსებ კელენჯერიძის განცხადებით, თუ ნაშრომი დააკმაყოფილებს ამავე კონფერენციის შეფასების კრიტერიუმებს, ის დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამოცემაში - სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომები 2019.