შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ევროპის უნივერსიტეტს ეწვია

3 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ევროპის უნივერსიტეტს ეწვია; შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.
ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა რუსთაველის ფონდის ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, ინიციატივებსა და მიმდინარე წელს განსახორციელებელ გეგმებზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსის შესახებ.
 

გააზიარე გვერდი: