2019 წლის 19 აპრილს ევროპის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
2019 წლის 19 აპრილს ევროპის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ბიომედიცინის, განათლების და ინოვაციების დანერგვის სფეროში და ერთობლივ კვლევებს განახორციელებენ ამ მიმართულებებით.
მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: სტუდენტების სწავლების, სამეცნიერო კვლევების ერთობლივ განხორციელებას; სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, საკვალიფიკაციო კურსების, სამუშაო თათბირების ორგანიზებას და მათში მონაწილეობას; სამეცნიერო შედეგების, კვლევითი ინფორმაციის და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.