2019 წლის 19 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.

2019 წლის 19 აპრილს, ევროპის უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.
 
პრეზენტაციაზე, ცენტრის უფროსმა, ქალბატონმა ლოლიტა შენგელიამ ევროპის უნივერსიტეტის 2019-2025 წლების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა.

შეხედრას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორები, აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები და სტუმრები ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრიდან, კავკასიის უნივერსიტეტიდან, გ. თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტიდან და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტიდან.

საზეიმოდ გამართული ვახშმის შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტირისა და სპორტის სამინოსტროს ევროკავშირთან ინტეგრაციის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნათია გაბიტაშვილმა ტრეინინგი ჩაატარა და დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო გრანტების თაობაზე ინფორმაცია გააცნო. 
ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გამოცდილებისა და კვლევითი პოტენციალის შეფასების საფუძველზე კვლევის მიმართულებების დაპრიორიტეტების განსაზღვრისა და შემდგომში მისი სტრატეგიულ დოკუმენტში ასახვის მიზნით, შეხვედრაზე კითხვარები დარიგდა.
 

გააზიარე გვერდი: