სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში (IMTTA2020)

2020 წლის 15 დეკემბერი

Logo

ჩვენ შესახებ

საერთაშორისო კონფერენციის სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში ორგანიზატორია ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ქუთაისის უნივერსიტეტთან (ქუთაისი, საქართველო) თანამშრომლობით.


მთავარი მომხსენებლები


დანიელა პოპა

მოხსენება თემაზე „ონლაინ სწავლების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“

ტრანსილვანიის უნივერსიტეტის (რუმინეთი) ფსიქოლოგიასა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. მან მიიღო დოქტორის ხარისხი განათლების მეცნიერებებში ბუქარესტის უნივერსიტეტში (რუმინეთი). მისი სამეცნიერო ინტერესებია: სწავლის განსხვავებები; მასწავლებელთა განათლება; ონლაინ სწავლა-სწავლება; უმაღლესი განათლება; განათლების კვლევა; სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეები; და საგანმანათლებლო ფსიქოლოგია. იგი არის სამოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მრავალი წიგნის თავის ავტორი.


დიანა მესქიტა და რუი ლიმა

პორტუგალიის კათოლიკური უნივრსიტეტის  (პორტუგალია) ასისტენტ - პროფესორი განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მან მიიღო დოქტორის ხარისხი განათლების მეცნიერებებში მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია). მისი სამეცნიერო ინტერესებია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სასწავლო პროგრამების ინოვაცია, საგანმანათლებლო ლიდერობა, აქტიური სწავლება და საინჟინრო განათლება. მას დიდი გამოცდილება აქვს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და კომპანიებში სასწავლო საქმიანობის განვითარების (კურიკულუმის დიზაინი, განვითარება და შეფასება). აკადემიური სწავლების პერიოდში იგი მონაწილეობდა პორტუგალიასა და საზღვარგარეთ განხორციელებულ 13 კვლევით პროექტში (რუსეთი, ტაჯიკეთი, ტაილანდი, ჩილე, ბრაზილია და კოლუმბია). მას აქვს 75-ზე მეტი პუბლიკაციის და რამდენიმე წიგნის ავტორი.

რუი მ. ლიმა წარმოებისა და სისტემების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და მინიოს უნივერსიტეტის (პორტუგალია) საინჟინრო სკოლის წევრი. ის ამჟამად ჩართულია ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის რვა სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო საერთაშორისო პროექტში. განათლების სფეროში მას აქვს  160-ზე მეტი პუბლიკაცია ჟურნალებში, კონფერენციებსა და წიგნებში. რუი ლიმა არის იუნესკოს კვლევითი ცენტრის UCPBL საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. ბოლო წლების განმავლობაში მან ჩაატარა 40 – ზე მეტი სემინარი რამდენიმე ქვეყნის 20 – ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში, მასწავლებლების აქტიური სწავლებისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ.

მოხსენების თემა: მასწავლებლის როლი აქტიურ სწავლებაში უმაღლეს განათლებაში: პროექტზე დაფუძნებული სწავლება პრაქტიკაში.


თამარ კერძაია

მოხსენების თემა: „უმაღლესი განათლების ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით სწავლების ეფექტურობის გაზრდა“.

ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. ბიზნეს ლიდერების ფედერაციის ”ქალები მომავლისთვის” განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. მისი სამეცნიერო ინტერესებია: სწავლებისა და სწავლის მეთოდები; უმაღლესი განათლების მენეჯმენტი, უმაღლესი განათლების პოლიტიკა და სასწავლო გეგმების შემუშავება.

 

აბსტრაქტების კრებული და კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Book of abstracts

კონფერენციის ვებ-გვერდი

გააზიარე გვერდი: