"ევროპის უნივერსიტეტის" საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის
"ევროპის უნივერსიტეტი“ არის პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელმაც სტუდენტებს საერთო საცხოვრებელი შესთავაზა. მაღალი სტანდარტების, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო სივრცე უნივერსიტეტთან ახლოს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მდებარეობს.
"ევროპის უნივერსიტეტის“ ოთხსართულიანი სტუდენტური საცხოვრებელი 4700 კვ. მეტრზეა განთავსებული და 300 - მდე სტუდენტს ემსახურება.
საერთო საცხოვრებელში წარმოდგენილია ერთ, ორ, სამ და ოთხ ადგილიანი ოთახები. თითოეული ოთახი აღჭურვილია სტუდენტისთვის საჭირო ყველა ინვენტარით (საწოლი, სამუშაო მაგიდა, სკამი, წიგნის თაროები, ა.შ.). ყველა ოთახს აქვს ინდივიდუალური სანიტარიული კვანძი.
ყველა სართულზე მოწყობილია საერთო სამზარეულო და სამრეცხაო. საცხოვრებელი აღჭურვილია სენსორული განათების ნათურებით, რომელიც მსოფლიო გლობალური გამოწვევის შესაბამისად ენერგორესურსების გამოყენების შემცირებასთან არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ გარემო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. შენობაში გათვალისწინებულია ოთახები შშმ პირებისთვის პირველ სართულზე ადაპტირებული აბაზანებით და შესაბამისი მოწყობილობებით.
დამატებით, საერთო საცხოვრებლის სერვისები მოიცავს შემდეგს:
- 24-საათიანი კონსიერჟი
- უსაფრთხოების სერვისი
- უფასო ტექნიკური სამსახურის მომსახურება
- უფასო WIFI
- სპორტულ გამაჯანსაღებელი დარბაზი
- გასართობი სივრცე
- მოსასვენებელი სივრცე
- საკონფერენციო დარბაზი
- სადისკუსიო, საჯარო შეხვედრების სივრცე
გარდა ამისა, საერთო საცხოვრებელს აქვს დიდი ეზო და სარეკრეაციო სივრცე, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული თუ ინტელექტუალური აქტივობით, როგორიცაა ბილიარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა.