ხშირად დასმული კითხვები

რომელი ფაკულტეტები აქვს ევროპის უნივერსიტეტს?
  • ევროპის უნივერსიტეტს აქვს შემდეგი ფაკულტეტები: 
  1. მედიცინა
  2. სამართალი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები
  3. ბიზნესის და ტექნოლოგიები

 

არის თუ არა ევროპის უნივერსიტეტი ავტორიზებული? ახორციელებს თუ არა ის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს? მიღიარებენ თუ არა დიპლომს უცხოეთში?
  • ევროპის უნივერსიტეტი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აკრეტიდებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ვინაიდან საქართველო არის ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა, ჩვენ მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

 

რამდენია სწავლის წლიური საფასური? რამდენ ნაწილად შემიძლია გადახდა? 
  • სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს, რომელიც შეგიძლიათ 4 თანაბარ ნაწილად გადაიხადოთ. დაფინანსების შესახებ სპეციალური შეთავაზებები იხილეთ აქ.

 

ვინ მასწავლის?
  • სრული ინფორმაცია ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების შესახებ იხილეთ აქ.

 

რა ტიპის აქტივობებსა და ღონისძიებებს მთავაზობს უნივერსიტეტი?
  • ევროპის უნივერსიტეტი მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას გთავაზობთ. უნივერსიტეტს ჰყავს ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი, ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მოლაშქრეთა კლუბი, ფრენბურთის, ფუტსალისა და რაგბის გუნდები, თეატრალური დასი. ამასთან, უნივერსიტეტი ხშირად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა სახის დამატებით აქტივობებსა და გასართობ ღონისძიებას სტუდენტებისთვის.

 

რა საბუთები უნდა წარმოვადგინო ადმინისტრაციული რეგისტრაციისას?
  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან დედანი.
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟების შემთხვევაში).
  • ფოტოსურათი 3x4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული ვერსია CD დისკზე.
 
როდის და როგორ გავიარო აკადემიური რეგისტრაცია/გავაფორმო ხელშეკრულება?
  • უნივერსიტეტის ვებსაიტსა და facebook გვერდზე გამოქვეყნდება ოფიციალური ვადები. აღნიშნულის შემდეგ, უნდა მობრძანდეთ გურამიშვილის გამზ, #76-ში. თან უნდა იქონიოთ სწავლის წლიური საფასურის - 2250 ლარის 1/4 ნაწილის გადახდის ქვითარი. გააფორმებთ ხელშეკრულებას და შეძლებთ საგნების არჩევას.

 

შევძლებ თუ არა ხელშეკრულების გაფორმებას იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ვარ?
  • ასეთ შემთხვევაში, აკადემიური რეგისტრაციის ეტაპზე, თან უნდა გახლდეთ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

 

როგორ ვირჩევ საგნებს?
  • თანხის გადახდისა და აკადემიური რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ხელშეკრულება. ამის შემდეგ, სისტემა - emis.eu.ini.ge - ში მოგენიჭებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, საიდანაც შეძლებთ საგნების არჩევას. თუმცა, აკადემიური რეგისტრაციის დროსაც, შესაბამის კონსულტაციას მიიღებთ.
 
რა არის სილაბუსი?
  • სილაბუსი წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.
 
რა არის კრედიტი?
  • კრედიტი არის  ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტებისთვის საჭირო  სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.
 
სად უნდა გადავიხადო სწავლის საფასური?
  • სწავლის საფასურის გადახდის წესისა და გრაფიკის შესახებ სრულ ინფორმაციას გაეცანით აქ.
 
ინგლისური ენის ცოდნის დასადგენად, როდის ჩამიტარდება ტესტირება?
  • აკადემიური რეგისტრაციას გაივლის შემდეგ (უნივერსიტეტი თავად მოგაწოდებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ).
როგორ დაგიკავშირდეთ?
  • ევროპის უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ აქ.
გააზიარე გვერდი:

Hello World!