სასწავლო ხელშეკრულების ფორმა

საზღვარგარეთ / გაცვლითი პროგრამაზე  მოკლევადიანი სწავლისათვის განაცხადის შევსებისას, შესაძლოა განაცხადის ფორმაში მოთხოვნილი იყოს წინასწარი სასწავლო ხელშეკრულება.

რა არის ეს: სასწავლო ხელშეკრულება შეიცავს იმ სასწავლო კურსების, მოდულების ან სხვა საგანმანათლებლო კომპონენტების ჩამონათვალს, რომელის გავლასაც სტუდენტი გეგმავს მასპინძელ ინსტიტუტში, რა თქმა უნდა, კოდის ნომრებსა და კომპონენტებისთვის გამოყოფილ ECTS კრედიტებთან ერთად. მას ხელი უნდა მოაწეროს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებამ სადაც სტუდენტი ირიცხება, მასპინძელმა დაწესებულებამ და თავად სტუდენტმა. თქვენი აპლიკაციის სანახავად ეწვიეთ იმ მასპინძელი ინსტიტუტების ვებსაიტებს, სადაც განაცხადის შევსებას გეგმავთ და შეამოწმეთ მათ მიერ მოწოდებული აკადემიური შემოთავაზება. განაცხადის ფორმაში მიუთითეთ სასურველი სასწავლო კურსის შესახებ (მათ შორის კოდი და სრული სახელწოდება). შეამოწმეთ სასურველი პროგრამის ვებგვერდზე არის თუ არა მოცემული კონკრეტული სასწავლო ხელშეკრულების ნიმუში..

რისთვის არის ის საჭირო: სასწავლო ხელშეკრულება, ნიშნების ფურცელთან ერთად, შექმნილია იმისათვის რათა მოხდეს, მასპინძელ უნივერსიტეტში გავლილი ერასმუს მუნდუსის EM-ACE- ის სასწავლო პროგრამის სრული აღიარება. სტუდენტი არ უნდა აწარმოებდეს მოლაპარაკებას  აკადემიურ აღიარებაზე აკადემიური პერსონალის ცალკეულ წარმომადგენლებთან.

ცვლილებები სასწავლო ხელშეკრულებაში. თქვენი ჩამოსვლის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს სასწავლო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. ასეთ შემთხვევებში, ცვლილება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და დადასტურულ იქნას ხელშეკრულების სამივე მხარის მიერ: დაწესებულება სადაც სტუდენტი ირიცხება, მასპინძელი დაწესებულება და სტუდენტი. მხოლოდ ამ გზით არის გარანტირებული სწავლის პერიოდის  სრული აღიარება.

წყარო: EM-ACE- დირექტივები ერასმუს მუნდუსის წარმატებული განაცხადებისთვის.

გააზიარე გვერდი: