გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი
გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი 2016 წელს დაარსდა. ინსტიტუტის პერსონალი და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესურ-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, ჩართულნი არიან საქართველოსა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებში. ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და ზემოაღნიშნული ინსტიტუტი გამოსცემენ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალს - გლობალიზაცია და ბიზნესი. ინსტიტუტი თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, რეგულარულად ატარებს სამეცნიერო თეორიულ სემინარებს ამავე უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობით.
- გოჩა თუთბერიძე - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
- თორნიკე ხოშტარია - მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი
- მაია აზმაიფარაშვილი - უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი
- სიმონ თავართქილაძე - უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი
- სულხან ტაბაღუა - უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი
- დიმიტრი აბზიანიძე - მეცნიერ - თანამშრომელი
- ზაზა მარუაშვილი - მეცნიერ - თანამშრომელი
- ქუჯი ბიჭია - მეცნიერ - თანამშრომელი
ინსტიტუტის ძირითადი ამოცანები
- უნივერსიტეტში თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება.
- ადგილობრივ, საერთაშორისო, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო, კულტურულ და საინფორმაციო სფეროებში.
- კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-სექტორთან.
- უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმათლებლო და აკადემიური განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტის განხორციელება (სტაჟირება, სწავლება, გაცვლითი პროგრამები, გრანტები, სტიპენდიები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვა).
- საერთაშოსო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზების ხელშეწყობა.
- ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სხვა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევების და სპეციალისტთა პრაქტიკული საქმიანობის შედეგების საფუძველზე, პერიუდული ჟურნალის - გლობალიზაცია და ბიზნესი - მომზადება-გამოცემის ორგანიზაციზება.
ინსტიტუტი სამეცნიერო კვლევებს წარმართავს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- გლობალიზაციის ეკონომიკური პრობლემების კვლევა.
- გლობალიზაციის სოციალური პრობლემების კვლევა.
- გლობალური ბიზნესგარემოს კვლევა.
- გლობალური ბიზნესის თავისებურებების კვლევა.
- საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესებში ჩართვის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევა.
- ევროკავშირის ბიზნესგარემოს თავისებურებების კვლევა.
- კავკასიის და მეზობელი ქვეყნების სოციარულ-ეკონომიკური სისტემების კვლევა.
- გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ინსტიტუციური განვითარების მიმართულების კვლევა.
- გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პროცესების დესკრიპციული და ნორმატიული პროგნოზების მოდელირების საკითხების კვლევა.
- გლობალიზაციის კონტექსტში ტექნოლოგიური პრობლემატიკის კვლევა.
- გლობალიზაციის პროცესების გათვალისწინებით საქართველოში ტურიზმის განვითარების პრობლემების კვლევა.
2016 წელი
ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2016 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ პირველი და მეორე გამოშვება:
აქტივობები
- თეორიული სემინარი: „პირობითობები მაკროეკონომიკური ინდიკატორების გაანგარიშებისას გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“.
- თეორიული სემინარი: მონეტარულ პოლიტიკის გადაცემის მექანიზმები.
- ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია - ევროპული ინტეგრაცია და საქართველო გაიმართა.
2017 წელი
ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2017 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ მესამე და მეოთხე გამოშვება:
აქტივობები
- "ევროპის უნივერსიტეტის" ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია - "ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში" გაიმართა.
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეპტულური მოდელი გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში
- 8 ნოემბერს ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა თეორიული სემინარი თემაზე - რეგიონული განვითარების პროცესები და გამოწვევები ცოდნის ეკონომიკის პირობებში
- საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - გზა ევროინტეგრაციისკენ
2018 წელი
ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2018 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ მეხუთე და მეექვსე გამოშვება:
აქტივობები
- ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმების ძიება.
- "აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში".
2019 წელი
ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2019 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ მეშვიდე და მერვე გამოშვება:
აქტივობები
- თეორიული სემინარი - ”საქართველოს ენერგეტიკული სისტემა თანამედროვე გამოწვევების პირობებში”
- თეორიული სემინარი - ,,საქართველოს დემოგრაფიული მოდერნიზაცია: გამოწვევები და დემოგრაფიული პოლიტიკის საფუძვლები.”
https://www.bsu.edu.ge/sub-33/page/12974/index.html
https://eu.edu.ge/ge/news/1484-v-saertashoriso-sametsniero-konperentsia
2020 წელი
ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემე-ბის კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წელს მომზადებულ და გამოცემულ იქნა საერთა-შორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ მეცხრე და მეათე გამოშვება:
აქტივობები
III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“
V სერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
"აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში – 2020”
https://eu.edu.ge/ge/news/1484-v-saertashoriso-sametsniero-konperentsia
პირველი პანელური დისკუსია: "კორონავირუსი, გლობალიზაცია და საქართველო:
ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები"
მეორე პანელური დისკუსია: "კორონავირუსი, გლობალიზაცია და საქართველო:
ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები"
მესამე პანელური დისკუსია: "ახალი კორონავირუსის (COVID-19) მეორე ტალღა: გლობალური კონტექსტი და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები“
მეოთხე პანელური დისკუსია, "პანდემია 2020, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და მოლოდინები 2021 წელს გლობალიზაციის კონტექსტით“
https://eu.edu.ge/ge/news/1539-evropis-universitetshi-meotkhe-paneluri-diskusia-gaimarta