მისია, მიზნები და ამოცანები

მისია

ევროპის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ამოცანას წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით არსებული გამოწვევების შესატყვისი ღირებულებების მატარებელი სტუდენტის განსავითარებელად აკადემიური გარემოს შექმნა.

უნივერსიტეტის მისიაა, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების შეთავაზებით, შრომის ბაზართან და აკადემიურ სფეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საგანმანათლებლო ნოვაციების ამსახველი მოწინავე დარგების განვითარებით, საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და ევროპული საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტში, ახალი ხედვის მატარებელ საგანმანათლებლო დაწესებულებად დამკვიდრება.

უნივერსიტეტის მოქმედი ამოცანაა, უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით განახორციელოს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

 

მიზნები
  • საუნივერსიტეტო განათლების განვითარება.
  • აკადემიური განათლების ორი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) ასევე, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
  • უნივერსიტეტის მისიის რეალიზება, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში კავკასიის აკადემიური გარემოს ინტეგრაციის ხელშეწყობით.
  • საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.
  • ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელების ხელშეწყობა სტუდენტური მობილობის წახალისებით, განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით.
  • სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.
  • სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა დასაგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
გააზიარე გვერდი: