მართვა

ლაშა კანდელაკიშვილი
რექტორი 

ლაშა კანდელაკიშვილმა 2007 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, 2017 კი პოლონეთის ლეგნიცის უმაღლესი მენეჯმენტის სკოლაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2007 წლიდან თბილისის საერო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008 წლიდან თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი იყო. 2009 წელს ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 2012 წლის 31 დეკემბრიდან  დღემდე კი ევროპის უნივერსიტეტის რექტორია.

ლაშა კანდელაკიშვილი პედაგოგიურ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდა, ამასთან, მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არის 5 სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი.

კონტაქტი: rector@esu.edu.ge

 

გოჩა თუთბერიძე
პრორექტორი სამართლის, ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების სწავლებისა და კვლევის დარგში

გოჩა თუთბერიძემ 1985 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1988 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი (ასპირანტურა). 1991 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი (გერმანული ენა და ლიტერატურა), 1992 წელს - გუტენბერგის სახელობის მაინცის უნივერსიტეტი (გერმანია). არის ეკონომიკის დოქტორი.

გოჩა თუთბერიძის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეგულირების, დოკუმენტური ზედამხედველობის განყოფილებების უფროსი, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომერციული ბანკების ფინანსური და აღმასრულებელი დირექტორი, აუდიტორული და კონსალტინგური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. გერმანული აკადემიური გაცვლის პროგრამის (DAAD) და კარლ დუისბერგის (CDG) სტიპენდიანტი.

კონტაქტი: gtutberidze@esu.edu.ge

 

ვახტანგ ქავთარაძე
პრორექტორი მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში

ვახტანგ ქავთარაძემ 1979 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი, 1998 წელს კი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1979-1996 წლებში ზესტაფონის ცენტრალურ რაიონულ აფთიაქში ჯერ პროვიზორ-ტექნოლოგის პოზიციაზე მუშაობდა, მოგვიანებით კი - მმართველის თანამდებობაზე; 1996-2000 წლებში თბილისის მერიის ფარმაცევტული საქმიანობისა და ლიცენზირების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა; 2000-2005 წლებში იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფარმაცევტული ინსპექციის უფროსი, 2000-2004 წლებში ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 2005-2013 წლებში სხვადასხვა კერძო კომპანიაში მუშაობდა.

საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობას 2012 წლიდან თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყებს, ჯერ საზღვარგარეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, მოგვიანებით კი პრორექტორის თანამდებობაზე. 

კონტაქტი: vkavtaradze@eu.edu.ge

 

მაკა ადვაძე
პრორექტორი სამედიცინო განათლებისა და კვლევის დარგში

მაკა ადვაძემ 1985 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის საგანმანათლებლო პროგრამა. 1996-2001 წლებში დაამთავრა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის მთარგმნელობითი და კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი. 2016 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნიერსიტეტში ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა.

1985-1986 წლებში თბილისის ვეტერანების ჰოსპიტალში თერაპევტად მუშაობდა, 1986-1990 წლებში ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციას იკავებდა, 1990-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიკნინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის ასისტენტი იყო. 2001-2002 წლებში მოსკოვის ვეტერანების ჰოსპიტალის თერაპევტის პოზიციას იკავებდა. მუშაობდა USAID პროექტში "მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა", ასევე იყო საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის (ENIC) წარმომადგენელი საქართველოში. 

საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობას 2002 წლიდან იწყებს. 2010-2011 წლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების აღიარების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, 2012-2017 წლებში კი სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი იყო.       

 

თამარ ზარგინავა
პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში         

თამარ ზარგინავამ 2013 წელს წარმატებით დაამთავრა ეკონომიკისა და მენეჯმენტის აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

 

2007-2011 წლებში საერო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2012-2014 წლებში კი - ამავე უნივერსიტეტის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, 2017 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი საგარეო ურთიერთობების დარგში.

კონტაქტი: tamar.zarginava@esu.edu.ge

 

 

                                 

 

                                                           

 

 

 

 

 

                                                           

 

გააზიარე გვერდი: