ბიბლიოთეკა

ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ბიბლიოთეკის ქცევის წესების შესაბამისად, უზრუნველყოფს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საბიბლიოთეკო რესურსებით მომსახურებას. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 10-დან 20 საათამდე. 

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შედგება, როგორც უნივერსიტეტის მიერ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სავალდებულო ლიტერატურისაგან, აგრეთვე ზოგადი ხასიათის საცნობარო გამოცემებისაგან, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურისაგან, პერიოდული გამოცემებისაგან, ციფრული ლიტერატურისაგან და სხვ.

ბიბლიოთეკის ფონდის კატალოგი ასახულია ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში openbiblio, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი ლიტერატურის ელექტრონულ კატალოგში მოძიება.

 

EBSCO

ევროპის უნივერსიტეტი მის ყველა წევრს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ და პოპულარულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზას EBSCO - საინფორმაციო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი მსოფლიოში არსებული ყველა ბიბლიოთეკისათვის, რომელიც შეიცავს ასობით კვლევით ბაზას, ისტორიულ არქივს, სამეცნიერო რეფერენსებსა და სხვ. EBSCO-ს გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ მონაცემთა ბაზები, დაარქივებული მასალის გარდა, უახლეს რესურსებსაც გვთავაზობს. EBSCO-ს ბაზაზე წვდომისათვის მიჰყევით ამ ბმულს. უნივერსიტეტის შენობის გარედან აღნიშნულ ბმულზე შესვლისას საიდენტიფიკაციო მონაცემები დაგჭირდებათ - იუზერისა და პაროლის მისაღებად მიმართეთ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.

 

EBSCO-ს პაკეტის მონაცემთა ბაზები:

Academic Search Elite - მრავალფეროვანი აკადემიური რესურსებისგან შედგება სხვადასხვა საგნის ათასობით ჟურნალის ტექსტების, აბსტრაქტების და ინდექსირებული ჟურნალებისგან. მონაცემთა ბაზა ჟურნალების უმეტესობაში, შეიცავს PDF ფორმატის ფაილებს. Academic Search Elite, მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს Associated Press - ის ვიდეო მასალებზე წვდომასაც გვთავაზობს. საძიებო ველში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისი ვიდეო მასალები შედეგებში გამოჩნდება. მონაცემთა ბაზაში 1930 წლიდან დღემდე შექმნილი ვიდეო მასალებია თავმოყრილი და მათი განხლება ყოველთვიურად
ხდებამკვლევართა საჭიროებებზე მორგებული ეს მონაცემთა ბაზა ძვირფას და მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ მასალებს შეიცავს საბუღალტრო, საბანკო და საფინანსო, საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და სხვა დისციპლინებში და ჟურნალების და გამოცემების სრულ ტექსტებზე და სხვა მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს.

Health Source : Consumer Edition + Nursing/Ac ademic Edition  - გთავაზობთ 1000-ზე მეტ სამეცნიერო სრულ ტექსტს სამედიცინო დისციპლინებზე, მათ შორის, კრიტიკული პაციენტების მოვლა, ფსიქიკური ჯანმრთელბა, ბავშვებისა და ზრდასრულების ფსიქიატრიული მკურნალობა, საექთნო საქმე, ექთნების მართვა, საექთნო ეთიკა, დამოკიდებულების და სარეაბილიტაციო კონსულტაცია, სამედიცინო სამართალი, რეპროდუქციული მედიცინა, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა და ..  (Health Source : Consumer Edition და Nursing/Academic Edition).

Business Source Elite  - ეს რესურსი გთავაზობთ სამეცნიერო ჟურნალებს, ბიზნესის, მენეჯმენტის და ეკონომიკის დარგში. კოლექცია შეიცავს სხვადასხვა თემაზე, მაგ. ბუღალტერია, საბანკო საქმე, ფინანსები, მარკეტინგი, გაყიდვები და სხვა, გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. მონაცემთა ბაზა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს, Associated Press - ის ვიდეოთეკაზე, რომელიც შეიცავს მრავალფეროვან მასალებს 1930 წლიდან დღემდე. ვიდეოთეკა ყოველთვიურად ახლდება.    

MasterFILE  ELITE  - სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკებისთვისაა შექმნილი. ეს მონაცემთა ბაზა შეიცავს 1700-მდე პერიოდულ გამოცემას რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ბიზნესის, ჯანმრთელობის, განათლების, ზოგანი მეცნიერების, მულტიკულტურული და სხვა მრავალი სფეროში. ის ასევე შეიცავს 500-ზე მეტი წიგნის სრულ ტექსტს, 81 900 ზე მეტ პირველად დოკუმენტის წყაროს და ფოტოების კოლექციას, რომელიც 935 000 ფოტოსგან, რუქისა და დროშისგან შედგება.    

Library Information Science & Technology Abstracts (LISTA) - მოიცავს 580 ძირითადი ჟურნალის ინდექსებს, 50 ზე მეტ პრიორიტეტულ ჟურნალს და დაახლოებით 15 სელექციურ ჟურნალს, წიგნებს, კვლევის ანგარიშებს და .. ამ მონაცემთა ბაზაში მასალები 1960 წლიდანაა ხელმისაწვდომი. EBSCO- სურვილია მუდმივად შემოგთავაზოთ LISTA-ზე წვდომა. ლექსიკონში შესულია 11 200-ზე მეტი ტერმინი, რომელთაგან 4 090 პრიორიტეტული ტერმინია. მონაცემთა ბაზაში შესულია ავტორების პროფილები. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაცემთა ბაზის 5 200-ზე მეტი ხშირად ინდექსირებული ავტორის ნაშრომებზე ჰქოდეთ წვდომა. მაგალითად, იმ საგნის ტერმინებს, რომლებიც ყველაზე მეტად ასახავს სტატიის შინაარსს და
იმ პუბლიკაციებს, სადაც ავტორს დაუბეჭდავს თავისი ნაშრომები.

GreenFILE - სამეციერო, სამთავრობო და პოპულარული ხასიათის მასალების კოლექციაა, რომელიც შეიცავს ისეთი შინაარსის მასალებს, როგორიცაა, გარემო ფაქტორების გავლენა ინდივიდებზე, კორპორაციებზე და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მთავრობაზე და რა შეიძლება ვიღონოთ ამის გამოსასწორებლად. ეს უფასო კვლევითი მონაცემთა ბაზა გთავაზობთ 780 000-ზე მეტი ჩანაწერის ინდექსსა და აბსტრაქტს და 11 000-ზე მეტ სრულ ტექსტს. ძირითადი ჟურნალებია სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემა და გარემო, კონსერვაციული ბიოლოგია, ტყის ეკოლოგია და მართვა, მწვანე ენერგიის საერთაშორისო ჟურნალი, ველური ბუნების მართვა.

Medline - ავტორიტეტული სამედიცინო ინფორმაციის წყაროა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მედიცინის სხვადასხვა დარგების შესახებ, როგორიცაა: საექთნო საქმე, სტომატოლოგია, ვეტერინარია, ჯან-დაცვის სისტემა, პრე-კლინიკური საგნები და სხვა. ეს მონაცემთა ბაზა შექმნილია მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის MEDLINE - ის მიერ და იყენებს MeSH (Medical Subject Headings) ინდექსირებას, რაც 5600 ზე მეტი ამჟამინდელ სამედიცინო გამოცემაზე წვდომის საშუალებას იძლევა.     

ERIC (the Education Resource Information Center) - გთავაზობთ ინფორმაციაზე წდომას სხვადასხვა ჟურნალებიდან, რომლებიც ინდექსირებულია როგორც Current Index of Journals in Education Resources in Education Index. მონაცემთა ბაზა შეიცავს 1.4 მილიონზე მეტ ჩანაწერს და გთავაზობთ ბმულებს 337 000-ზე მეტ სრულ ტექსტზე. 

 

Newspaper Source - გთავაზობთ სრულ სატელევიზიო და რადიო სიახლეების ტრანსკრიპტებს შემდეგი არხებიდან: CBS News, CNN, CNN International, FOX News, NPR სხვა. ეს მონაცემთა ბაზა გთავაზობთ სრულ ტექსტს ასობით ეროვნული (..), საერთაშორისო და რეგიონული გაზეთებიდან. გარდა ამისა, ის გთავაზობთ სატელევიზიო და რადიოს საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტებს. 

Business Regional News  - არის მრავალფეროვანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გთავაზობთ სრულ ტექსტებს ბიზნეს პუბლიკაციებზე აშშ და კანადის მასშტაბით. იგი ფარავს ნებისმიერ ინფორმაციას, იქნება ეს საპრეზიდენტო კანდიდატების ბიოგრაფია, რესტორნების ფრენჩაიზი თუ სავაჭრო ქსელი, ბიზნესის დაგეგმვა თუ პოლიტიკური თანამონაწილეობა. Regional Business News- კონტენტს აწვდიან ​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​ბიზნესის სფეროში წამყვანი გამომცემლობები The Washington Post, PR Newswire US და .ძირითადი რესურსებია გაზეთები, რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემების ტრანსკრიპტები, პუბლიკაციების და ჟურნალების სრული ტექსტები ბოლო 20 წლის განმავლობაში.  

eBook Clinical Collection  - ბაზა შექმნილია სპეციალურად კლინიკებისთვის, ბიო-სამედიციო ბიბლიოთეკებისა და სამედიცინო აკადემიური ინსტიტუციებისთვის. მასში გაერთიანებულია 3500-ზე მეტი რჩეული ელექტრონული წიგნი სამედიცინო მიმართულებით, მათ შორისაა საექთნოც, ჯანდვაცაც და ზოგადი  პრაქტიკაც.  ბაზის eBook Clinical Collection მეშვეობით მომხმარებელს წვდომა აქვს ყველაზე მნიშნელოვან  და უახლეს გამოცემებზე. მუდმივად ხდება ბაზის განახლება, ახალი ელექტრონული წიგნები ცვლიან ძველ გამოცემებს, ამიტომაც მომხმარებელს ყოველთვის მიეწოდება უახლესი.  

 

ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლითეკებისათვის - eIFL”-ის ელექტრონული რესურსები, რომელშიც თავმოყრილია მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული პერიოდული გამოცემები. აღნიშნული ბაზა გვაძლევს დაშვებას მხოლოდ ჟურნალების გარკვეულ სტატიებზე სრული ტექსტებით. ბაზებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უნივერისტეტის შენობებიდან.

 

 

46151674 706976796352207 2798881808568025088 n  Openedition Journals 

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით 160 ჟურნალი, ხელმისაწვდომია HTML, PDF და ePUB-ის ფორმატით. 

 

cup colour logo  Cambridge Journals Online 

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.

 

EDJ   e-Duke Journals Scholarly Collection 

ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედიაკვლევები, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლოაღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, აფრიკული კვლევები, აზიური კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა.

 

Elgar-Online-Logo   Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books 

ჟურნალები ეკონომიკისა და ეკონომიკური მიმართების ინტერვენციის, ლიდერობის ინსტიტუტისა და ჰუმანიზმის შესახებ. 

 

aaeaaqaaaaaaaas4aaaajdgxm2qwmmvkltzin2qtngvjni1hyjfkltgyndjhnjazntzmoa   IMechE Journals (SAGE Publishing) 

მექანიკური ინჟინერია (გამომცემლობა SAGE). 

 

1 goi SageJournals   SAGE Journals  

ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა ტექნოლოგიები, ბიზნესი და აგრეთვე მედიცინის სფერო. 

 

 

RoyalSociety Royal Society Journals Collection 

ბიოლოგიური მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა და საინჟინრო მეცნიერებები, აგრეთვე მათი მომიჯნავე დისციპლინები. 

 

ევროპის უნივერსიტეტი დარეგისტრირებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტების სრულ მონაცემთა ბაზას.

 

სასარგებლო მბულები
გააზიარე გვერდი: