საერთაშორისო გამოცდები

ოფიციალური TOEFL iBT® ტესტირების ცენტრი ევროპის უნივერსიტეტში

ევროპის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა სერტიფიცირებულ ადმინისტრატორთა მომსახურების (CTAS) ქსელის მხრიდან წარმოებული სერტიფიცირების პროცესი და მიიღო ოფიციალური თანხმობა უნივერსიტეტის ბაზაზე TOEFL iBT® ტესტირების ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

საგანმანათლებლო ტესტირების სერვისი® (ETS) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტესტირებისა და შეფასების ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს შეერთებულ შტატებში, ხოლო TOEFL® ტესტირების ცენტრი არის ETS-ის კონტრაქტორი დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია TOEFL iBT® ტესტის ადმინისტრირებაზე.

TOEFL iBT® ტესტი მოიცავს აკადემიური ინგლისური ენის ოთხივე კომპონენტს - კითხვას, მოსმენას, საუბარს და წერას. TOEFL iBT® არის მაღალი სტანდარტების ტესტი, რომელსაც 11,500-ზე მეტი უნივერსიტეტი და ინსტიტუტი აღიარებს 160-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეაჩერა არჩევანი  TOEFL®  ტესტზე ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად. 

ოფიციალური TOEFL iBT® ტესტირების ცენტრი ევროპის უნივერსიტეტში სრულად ფუნქციონირებს და მზად არის უზრუნველყოს  TOEFL® iBT® გამოცდა ქვემოთ მითითებულ თარიღებსა და დროს:

  • 2022 წლის 5 ოქტომბერი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2022 წლის 2 ნოემბერი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2022 წლის 7 დეკემბერი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2023 წლის 21 იანვარი (დაწყების დრო: 10:00)
  • 2023 წლის 26 თებერვალი (დაწყების დრო: 10:00)
  • 2023 წლის 22 მარტი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2023 წლის 26 აპრილი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2023 წლის 31 მაისი (დაწყების დრო: 13:00)
  • 2023 წლის 28 ივნისი (დაწყების დრო: 10:00)

რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ETS ვებგვერდის საშუალებით. ევროპის უნივერსიტეტში TOEFL iBT® ტესტის ჩასაბარებლად დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა აირჩიონ ევროპის უნივერსიტეტი (ID - STN20389A).

რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს -
როგორ დავრეგისტრირდე TOEFL iBT®  გამოცდაზე

გამოცდის წარმართვის ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი 76, თბილისი, საქართველო, 0141

 

გააზიარე გვერდი: