ისტორია

ევროპის უნივერსიტეტი ავტორიზებული, სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ევროპის უნივერსიტეტი 2012 წლის 31 დეკემბერს დაარსდა და წარმოდგენილია 3 ფაკულტეტით:

ამ ეტაპზე, ევროპის უნივერსიტეტში ასეულობით ქართველი და უცხოელი სტუდენტი სწავლობს17 აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას კი 300-ზე მეტი აკადემიური და 100-ზე მეტი ადმინისტრაციული პერსონალით ახორციელებსსაგანმანათლებლო პროგრამები თბილისში, ორ სასწავლო კორპუსში ხორციელდება. 

ჩვენი წარმატების ფორმულა საუკეთესო გუნდშია. 6 წლის განმავლობაში, სწორედ ამ გუნდის მეშვეობით, დაუღალავი შრომითა და ინოვაციური იდეების ხორცშესხმით, ევროპის უნივერსიტეტმა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თავისი ნიშის დაკავება შეძლო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ - სტუდენტს, ხოლო, მეორე მხრივ - აკადემიურ პერსონალს, ჰქონდეს იმის განცდა, რომ სწავლისა და სწავლების პროცესში აქვს არჩევანის სრული თავისუფლება. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ უნივერსიტეტის თანამშრომლები ორიენტირებულნი იყვნენ საერთო მიზანზე და თანაბრად გაიზიარონ უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როლი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის პროცესში. 

უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და მეცნიერებით, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება საქართველოს, ევროპისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. ჩვენ არა მხოლოდ ვზრუნავთ სტუდენტების იდეებისა და მათი ცოდნის მუდმივ განვითარებაზე, არამედ ხელს ვუწყობთ პროფესორ-მასწავლებლების ცოდნის გაღრმავებასაც. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი ახორციელებს დარგობრივ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას - აქვს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და გამოსცემს სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალებს, რომლებიც რეფერირებადი და ინდექსირებადია ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, როგორებიც oaji, sisgoogle scholar და index copernicus.

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა უკვე დაიმკვიდრა სახელი ქართულ და უცხოურ ბაზარზე და აღიარებულია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) მიერ. გარდა ამისა, შედის მსოფლიო სამედიცინო სასწავლებლების კატალოგში. ამასთან, ფაკულტეტი აღიარებულია ინდოეთის სამედიცინო საბჭოსა და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ. ევროპის უნივერსიტეტი არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრიც.

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კი თანამშრომლობს ევროპის საბჭოსა და ქალაქ მაიამის სასამართლოსთან (აშშ). შედეგად, ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს შანსი აქვთ, სტაჟირება სტრასბურგსა და მაიამიში გაიარონ. ფაკულტეტზე, წელიწადში ოთხჯერ, აშშ- უნივერსიტეტებიდან მოწვეული ლექტორები საერთაშორისო სამართლის სპეც-კურსს ინგლისურ ენაზე კითხულობენ. ფაკულტეტთან არსებობს სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გამოიცემა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი სამართალი და მსოფლიო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი მიჩიგანის, ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს. ჩვენთან  ლექციების წასაკითხად აშშ- უნივერსიტეტების პროფესორები რეგულარულად ჩამოდიანფაკულტეტთან არსებობს გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი, გამოიცემა სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი - გლობალიზაცია და ბიზნესი.

უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზით, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკითა და შესაბამისი პროგრამებისთვის აუცილებელი ინვენტარით. დაწესებულება სრულიადაა ორიენტირებული სტუდენტებზე, რისთვისაც საუნივერსიტეტო გრანტებსა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას იძლევა. ევროპის უნივერსიტეტი ორიენტირებულია კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე, ამიტომ აყალიბებს ისეთ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც თითოეული სტუდენტი თავს გრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წევრად, მიუხედავად მისი ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა განმასხვავებელი მახასიათებლისა. ამავე მიზნით, უნივერსიტეტის უცხოელი და ქართველი სტუდენტები ჩართულნი არიან ერთობლივ ორენოვან პროექტებში სხვადასხვა მიმართულებით.

გააზიარე გვერდი: