"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტზე მე-17 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

19 დეკემბერს "ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტზე მე-17 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს. მე-17 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტების გარდა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

სტუდენტებმა კვლევები აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელეს, რომლებიც მედიცინის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა.

თითოეული პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა და სტუდენტებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

კონფერენციის მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული სამეცნიერო კომისიის წევრები აფასებდნენ:

  • მაია მანწკავა - აფილირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე); 
  • დავით მალიძე - აფილირებული პროფესორი, კლინიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კომისიის წევრი); 
  • ეკა კოხრეიძე - მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი (კომისიის წევრი); 
  • ხათუნა დონდოლაძე - მედიცინის ფაკულტეტის ქცევათმეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კომისიის წევრი);

კონფერენციის დასასრულს კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ:

I ადგილი
"ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები:  ჯანის ხან და სოჰან რამდევო
თემა: "Disordered Eating Patterns and the Spectrum of Eating Disorders among Medical Students - A Cross-Sectional Study"

II ადგილი
"ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი: იასმინა ვ.ა.ზათარ 
თემა: "Investigating the Impact of Temperature on Medication Stability and Public Storage Practices’’

"ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტები: ნინო ბორშოიძე და მარიამ შარია
თემა: "ხელის ჰიგიენის მონიტორინგის ინსტრუმენტის ადაპტირება და იმპლემენტაცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სამედიცინო მომსახურეობასთან ასოცირებული ინფექციის შესამცირებლად".

III ადგილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: მარია მურადოვი და ნიკა მალაყმაძე 
თემა: "მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით რქოვანას სიბრმავესთან ბრძოლა"

სპეციალური ნომინაციის "საუკეთესო კლინიკური შემთხვევის განხილვის" გამარჯვებულები გახდნენ:

  • "ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის  სტუდენტები: ანი სანადირაძე და მარიამ ჯოჯუა
    • თემა: "საყლაპავის აქალაზია"
  • "ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი ნიკო ქაძანაია 
    • თემა: "COVID-19 -ის როლი მწვავე B-უჯრედული ლიმფობლასტური ლეიკემიის განვითარებაში"
  • "ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი ანანო გვილავა
    • თემა: "პარკუჭთა შუა ძგიდის დეფექტი“

გარდა საპრიზო ადგილებისა, კონფერენციის სამი მონაწილე საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სკოლა-კონფერენცია “BIOMED 2025”-ში მონაწილეობის მიღებას შეძლებს საწევრო მოსაკრებლის და შესარჩევი კონკურსის გარეშე. ასევე, მიეცემათ საშუალება თეზისის სრული ვერსია სამეცნიერო პუბლიკაციის სახით გამოაქვეყნონ ჟურნალში "Journal of Biomedical and Medical Sciences".

ეს სტუდენტები არიან:

  • "ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი გულნაზი მაღრაძე და ანა ენუქიძე
    • თემა: “ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება უნივერსიტეტის სტუდენტებში: მიზეზები, შედეგები და პრევენცია”
  • "ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტები: ნინო ბორშოიძე და მარიამ შარია
    • თემა: "ხელის ჰიგიენის მონიტორინგის ინსტრუმენტის ადაპტირება და იმპლემენტაცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სამედიცინო მომსახურეობასთან ასოცირებული ინფექციის შესამცირებლად"
  • "ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები: ანა ეჯიბაძე და ნინო ქურციკიძე
    • თემა: "სინესთეზია, შეგრძნება, სინესთეტი"

გამარჯვებულები კომისიის წევრებმა და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, "ევროპის უნივერსიტეტისგან“ ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.

გააზიარე გვერდი: