ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, EU-ს ლექტორებმა ლექციები პოლონეთის უნივერსიტეტებში წაიკითხეს

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის (K1) ფარგლებში, 2018 წლის 7-11 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტის ლექტორმა ქუჯი ბიჭიამ ჩაატარა ლექციები პარტნიორ დობროვა გორნიცას უნივერსიტეტში (პოლონეთი) ეკონომიკის მიმართულებით. 2018 წლის 26-30 ნოემბერს კი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა თორნიკე ხოშტარიამ, ამავე პროგრამის ფარგლებში, ლექციები ჩაატარა სიდლიცას სახელმწიფო უნივერსიტეტში (პოლონეთი) მარკეტინგის მიმართულებით.

ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტს აღნიშნულ უნივერსიტეტებთან რამდენიმეწლიანი ინსტიტუციური ხელშეკრულება აქვს დადებული,  რაც მომავალშიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმომადგენლების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

 

გააზიარე გვერდი: