ევროპის უნივერსიტეტში OSCE-ის გამოცდა დაინერგა

2018 წლის 21 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში OSCE-ის (ობიექტურად კონსტრუირებული კლინიკური გამოცდა) სიმულაციური გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის, ისე სხვა ფაკულტეტის სტუდენტები. სიმულაციური გამოცდა სამდღიანი ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მედიცინის საერთაშორისო ექსპერტი, ეგეს უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებული პროფესორი, აიან ჩალიშკანი, უძღვებოდა.

ვორქშოფის ფარგლებში, OSCE-ს იმიტირებული გამოცდისთვის სპეციალურად გაიწერა სცენარები, რომლებშიც სიმულაციური პაციენტების როლს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, გიორგი ლოთიშვილი და თამუნა მელანაშვილი ასრულებდნენ. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა იმიტირებული გამოცდა ოთხ სხვადასხვა ოთახში, ე.წ. სადგურში ჩააბარეს, მათი გამომცდელების როლს კი ვორქშოფში მონაწილე ლექტორები ასრულებდნენ.

ამ ეტაპზე, ევროპის უნივერსიტეტი OSCE-ის გამოცდას სასწავლო პროცესში ნერგავს. 

გააზიარე გვერდი: