ევროპის უნივერსიტეტმა ამერიკელი მოსამართლის - მარკ სპეისერის საჯარო ლექციას უმასპინძლა

2017 8 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ქალაქ მაიამის მოსამართლემ - მარკ სპეისერმა საჯარო ლექცია თემაზე - სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობა (აშშ, საქართველო) ჩაატარა.

მარკ სპეისერს უმაღლესი განათლება ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, რის შემდეგაც, 1972 წელს - ჩრდილოეთ კაროლინის, 1976 წელს კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა. მარკ სპეისერი აშშ-ს პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, წარმომადგენელთა პალატასა და საოლქო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. სპეისერს ლექციები მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტში აქვს ჩატარებული, მათ შორის: ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტში, ტალინის სამართლის სკოლის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, უკრაინის დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტში, მინსკის უნივერსიტეტში, ბელორუსის უნივერსიტეტში, აშშ-ს სხვადასხვა შტატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვ. ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, მარკ სპეისერი საქართველოს უკვე მესამედ ეწვია.

გააზიარე გვერდი: