"ევროპის უნივერსიტეტს" იორდანიიდან საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობდა
"ევროპის უნივერსიტეტს" ხაირ აბუ საალიკის ხელმძღვანელობით იორდანიიდან საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობდა.
საპარლამენტო დელეგაციას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ზარგინავა, ვიცე-რექტორი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ხუნდაძე, "ევროპის უნივერსიტეტის" პარტნიორი იორდანიაში მუჰამედ აბურაგჰიბი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა და მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი თიკო გოგნაძე შეხვდნენ.
შეხვედრაზე საპარლამენტო დელეგაციამ ხაზი გაუსვა "ევროპის უნივერსიტეტში" განათლების ხარისხიანობას და ხელმისაწვდომობას, რაც მათი შეფასებით, ახალაზრდების წარმატებული მომავლისთვის აუცილებელია.
თავის მხრივ თამარ ზარგინავამ მზადყოფნა გამოთქვა იორდანიის მხარესთან თანამშრომლობისათვის.
საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე საგანმანათლებლო კუთხით ორმხრივი პროექტების განხორციელება და იორდანიაში საპასუხო ვიზიტების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.