კარიერა ევროპის უნივერსიტეტში
პერსონალის მართვის პოლიტიკა
ევროპის უნივერსიტეტში პერსონალის მართვის 5 ძირითადი პრინციპი მოქმედებს:
- საერთო პასუხისმგებლობა;
- მომსახურებაზე ორიენტაცია;
- გუნდურობა;
- საერთო ორგანიზაციულ ღირებულებათა პატივისცემა;
- ანგარიშვალდებულება.
რა გელოდებათ დასაქმების შემთხვევაში?
“ევროპის უნივერსიტეტში” დასაქმების შემთხვევაში თქვენ ხდებით ერთი-ერთ მოწინავე და წარმატებული ჯგუფის თანამშრომელი. ეს არის ჯგუფი, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და მუდმივად ორიენტირებული განვითარებაზე, ინოვაციურობასა და ნამდვილობაზე. ამავე დროს, არ გვავიწყდება ტრადიციები და მათი როლი. გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდგომ , თქვენ გელოდებათ სტაბილური სამუშაო, მეგობრული გარემო და ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენი უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს საშუალება აქვს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და ამავე დროს, მიიღოს ისეთი სარგებელი, როგორიცაა:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- საინტერესო სამუშაო, მუდმივად მზარდ გუნთან ერთად.
პერსონალის განვითარება (როტაცია, დაწინაურება, ტრანსფერი)
ევროპის უნივერსიტეტის მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია კომპანიაში დასაქმებული თითოეული ადამიანი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პირველ რიგში, ადამიანები ქმნიან თითოეული კომპანიისთვის წარმატებულ მომავალს.
შერჩევის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელთა წარმატებით გადალახვის შემდეგ თქვენ გახდებით ჩვენი გუნდი წევრი.
უნივერსიტეტში მოქმედებს შიდა დაწინაურების პრაქტიკა, რაც ხელს უწყობს ჩვენი თანამშრომლების კარიერულ განვითარებას და პროფესიულ წინსვლას.
შერჩევის პროცედურები
ევროპის უნივერსიტეტში მკაცრად განსაზღვეული პერსონალის შერჩევის წესი მოქმედებს, რომელიც სამართლიანი, გამჭირველე კონკურსებისა და სწორი პერსონალის შერჩევის საფუძველია. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებულია, როგორც ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე აკადემიური და მოწვეული ლექტორები.
აკადემიური თანამდებობის დაკავება:
- აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე;
- აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსანტთა არჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და საჩვენებელი ლექციის საფუძველზე;
- აკადემიურ თანამდებობაზე ასისტენტი, ასისტენტ-პროფესორი აირჩევა 4 წლის ვადით;
- ასოცირებული პროფესორი – არანაკლებ 4 წლის ვადით, ხოლო პროფესორი – 5 წლის ვადით.
მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავება:
- მოწვეული ლექტორი არის შესაბამისი განათლების/კვალიფიკაციის ან კომპეტენციის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ფლობს სასწავლო კურსის გაძღოლისთვის შესაბამის ცოდნას და უნარებს.
- მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია ღია კონკურსით ან რეკომენდაციით, (პროგრამის ხელმძღვანელის მიერ მოძიების საფუძველზე);
ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება:
უნივერსიტეტში შემუშავებულია ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის სამუშაო აღწერილობები და მათთვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ვაკანტურ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შერჩევა რამდენიმე მეთოდით მიმდინარეობს:
- შიდა როტაცია;
- რეკომენდაცია;
- ღია კონკურსის გამოცხადება.
ვაკანსიები
- კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ადმინისტრირება-ფინანსებისა და აუდიტის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში - კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 20 იანვრიდან (განცხადების მიღების ვადები: 20-24 თებერვალი)
- კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებში - კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 15 იანვრიდან (განაცხადის მიღების ვადები: 17 - 21 თებერვალი)
- კონკურსი ვეტერინარიის ფაკულტეტზე ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში - კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 15 ნოემბრიდან (განაცხადის მიღების ვადები: 16 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით)
ვაკანსიის ტექსტი...
ვაკანსიის ტექსტი...
ვაკანსიის ტექსტი...