ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სიახლეები

აკადემიური კონკურსი სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

“ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:

  • ერთი ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია (პროფესიული ნიშნით) – ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკის მიმართულებით;
  • ერთი ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია (პროფესიული ნიშნით) – ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით;
  • ერთი ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია (პროფესიული ნიშნით) – სწავლების ზოგადი მეთოდოლოგიის მიმართულებით;

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

ე) შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესისშესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 13 მარტიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 23 აპრილისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 25 აპრილისა;
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის 25 აპრილისა;
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 28 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171


მიბმული ფაილები:

WordCV ENG

WordCV GEO

Wordგანაცხადი (დანართი 1) – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -13.03.2025

Wordკანდიდატის განცხადების ფორმა – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -13.03.2025