შპს “ევროპის უნივერსიტეტი” აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:
- ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) – სისხლის სამართლის მიმართულებით;
- ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით;
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:
- ერთი პროფესორის ვაკანსიაა (პროფესიული ნიშნით) – განათლების ადმინისტრირების მიმართულებით;
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
გ) არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ მიბმულ ფაილებში);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ე) შესაბამის დარგში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
ზ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 21 თებერვლიდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 24 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 4 აპრილისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 10 აპრილისა;
- კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის 11 აპრილისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 14 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171
მიბმული ფაილები:
განაცხადი (დანართი 1) – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -21.02.25
განცხადების ფორმა (სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)