ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა „ევროპის უნივერსიტეტში“ ლექცია ჩაატარა
2 ივნისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტს“ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე – „When Performance Management Systems (PMS) are Successful“ ჩატარდა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო შესრულების მართვის სისტემების (Performance Management Systems) მნიშვნელობა, დანიშნულება და მათი როლი თანამედროვე ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ შესრულების მართვის სისტემების დანერგვისა და წარმატებული გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკებს.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.