ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ინტენსიური სერტიფიცირებული სასწავლო კურსი – „საერთაშორისო სამართლის განვითარება და ინტეგრაცია“
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, 2026 წლის 20 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტში 10 დღიანი ინტენსიური სერტიფიცირებული სასწავლო კურსი თემაზე – „საერთაშორისო სამართლის განვითარება და ინტეგრაცია“ გაიმართა.
კურსს უძღვებოდა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი კიერან შანაჰანი (JD, აშშ, ჩრდილოეთ კაროლინა), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 საუკეთესო იურისტს შორის არის დასახელებული.
პროგრამა გამოირჩეოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპონენტებით და მოიცავდა საერთაშორისო სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპების, თანამედროვე ტენდენციებისა და სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების შედარებითი ანალიზის განხილვას.
კურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეესწავლათ განსხვავებული სამართლებრივი ტრადიციების ფუნქციონირება და პრაქტიკული თავისებურებები.
სასწავლო პროცესი ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს აერთიანებდა.
კურსი განსაკუთრებით აქტუალური იყო თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევებისა და მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები, ხოლო მათ, ვინც წარმატებით გაიარა დასკვნითი შეფასება, მიენიჭათ წარმატების სერტიფიკატები.
პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც პრაქტიკოსი იურისტები, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტები და საერთაშორისო სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირები.