10 ნოემბერს Biltmore Tbilisi-ში ბუღალტერთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რიგით III ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით, სოფიო ხუნდაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ.
ფორუმს ფინანსების, აღრიცხვის და აუდიტის სპეციალობის 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
ბუღალტერთა და CFO-ს ურთიერთდამოკიდებულება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში;
ტექნოლოგიების გავლენა სამუშაო გარემოზე;
პროფესიის მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო მოლოდინი.
ფორუმის დასასრულს მხარდამჭერ ორგანიზაციებს, მათ შორის „ევროპის უნივერსიტეტს“ მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობის სერტიფიკატები გადაეცათ.