ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო
“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო.
საპროექტო განაცხადის მიმართულებებს წარმოადგენს სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტები.
საკონკურსო განაცხადის შეტანაზე უფლებამოსილია უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ან სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი.
განაცხადის წარდგენა 10 ივნისის ჩათვლით შესაძლებელია საპროექტო განაცხადის ფორმის შესაბამისად, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: servicecenter@eu.edu.ge
დაფინანსებული სტუდენტური პროექტის რაოდენობა: 2 (ორი)
სტუდენტური პროექტის ბიუჯეტი: 5000 ლარი
დამატებითი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: servicecenter@eu.edu.ge ან ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში: გურამიშვილის 76, ოთახი #102.
საპროექტო განაცხადის დებულება და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული ფაილის სახით.
მიმაგრებული ფაილები: