სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

სამართლის
“ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი III სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას 22 ივნისს გამართავს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების II-IV კურსის სტუდენტებს შეეძლებათ.

მოხსენების თემატიკა შეიძლება მოიცავდეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს როგორც თეორიიდან, ასევე პრაქტიკიდან. განსაკუთრებით საინტერესოდ ჩაითვლება მოხსენებაში საერთაშორისო პრაქტიკის წარმოჩენა.

სტუდენტებმა მოხსენება უნდა წარადგინონ პრეზენტაციის სახით (Microsoft PowerPoint).

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eu.edu.ge, არა უგვიანეს 7 ივნისისა. მეილის სათაურში (subject) უნდა მიეთითოს „III სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია“.

მონაწილეთა დაჯილდოება:

  • I, II, III ადგილები განაწილდება ქულათა რაოდენობით სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ
  • მონაწილეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატებითა და სხვა საჩუქრებით

აბსტრაქტის გაფორმების წესი და მოხსენების შეფასების კრიტერიუმები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

მიბმული ფაილები: