ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტს” საქარიას უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორი ეწვია
28 მაისს, ერასმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტს საქარიას უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორი ნუმან ჩელები ეწვია.
მობილობის ფარგლებში პროფესორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია თემაზე – „Optimization with Metaheuristics: Tag of War (TWO) Algorithm and its Application“ ჩაატარა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო ოპტიმიზაციის თანამედროვე მიდგომები და მუშაობის პრინციპები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული ალგორითმის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ სხვადასხვა ოპტიმიზაციის ამოცანის გადასაჭრელად, მათ შორის საინჟინრო, ტექნოლოგიურ და ბიზნეს პროცესებში.
ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.