საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის (ლატვია) მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი ეწვია

ალბერტას
13 მაისს “ალბერტას კოლეჯის” (ლატვია) მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა მარია ლობანოვამ “ერაზმუს+” საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.

მარია ლობანოვამ თემაზე – “Advertising Theory and Global Advertising Trends” ისაუბრა.

ლექციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ რეკლამირების ძირითად კონცეფციებს, მათ შორის, რეკლამის ტიპებს, მომხმარებლის ქცევისა და ფსიქოლოგიის თავისებურებებსა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების ტექნიკებს.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა რეკლამის გავლენაზე მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აუდიტორიას გააცნო კონკურენტულ გარემოში ეფექტიანი და გავლენიანი მარკეტინგული შეტყობინებების შექმნის თანამედროვე მიდგომები.

ლექციას ესწრებოდნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

ვიზიტის ფარგლებში მარია ლობანოვა „ვროპის უნივერსიტეტის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურისა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს სტუდენტური სერვისების განვითარების, მარკეტინგული კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ. ასევე განიხილეს სამომავლო პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივები.