საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ინტენსიურ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

ინტენსიურ
7 – 8 მაისს “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, სამართლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტისა და კომენიუსის უნივერსიტეტის (ბრატისლავა, სლოვაკეთი) აკადემიური პერსონალის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართება ორდღიანი ინტენსიური კურსი თემაზე: Climate Change & EU Policies: Managing Climate-Related Risks Through Law, Land and Forest Governance.

კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს გააცნოს:

  • კლიმატის ძირითადი ცნებები (მიტიგაცია vs ადაპტაცია; კლიმატის რისკი);
  • ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის სტრუქტურა;
  • მიწისა და ტყეების როლი ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკაში;
  • ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გამოყენება პრაქტიკულ სიტუაციებში (სიმულაციებისა და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით);
  • საქართველოს კლიმატის პოლიტიკის ძირითადი ელემენტები და მათი შესაბამისობა ევროკავშირის მიდგომებთან.

კურსს გაუძღვებიან:

  • Maroš Pavlovič – კომენიუსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ვიცე-დეკანი; იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული და გარემოსდაცვითი სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
  • Ľudovít Máčaj – კომენიუსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ადმინისტრაციული, გარემოსდაცვითი, მიწისა და აგრარული სამართლის მიმართულებით;
  • Matus Michalovic – კომენიუსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ადმინისტრაციული და გარემოსდაცვითი სამართლის მიმართულებით;
  • სალომე წურწუმია – “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამებისა და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

სამუშაო ენა: ინგლისური

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfheoeUwvv7dv4m1ilQQ5B6QbH1YUZvPqwLnL9ZyATJJB59Lg/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 მაისი

ორდღიანი ინტენსიური კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ღონისძიების ჩატარების ადგილი: გურამიშვილის გამზირი 76, “ევროპის უნივერსიტეტი” (G კორპუსი; აუდიტორია 306)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge