სტრატეგიული განვითარების სამსახური
სამსახურის შესახებ
სტრატეგიული განვითარების სამსახურის ფუნქციებია:
- შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, უნივერსიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგიის განსაზღვრა;
- უნივერსიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესების კოორდინაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა;
- უნივერსიტეტის მდგრადი სტრატეგიული განვითარების მიზნით, მონაცემების სისტემატური მოძიება, შეგროვება, დამუშავება და შემდგომი სტრატეგიული განვითარებისთვის გამოყენება;
- ყოველკვარტლურად სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
- უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, წინადადებების მომზადება და მმართველი საბჭოსთვის წარდგენა;
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის უნივერსიტეტის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
- შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შრომისა და განათლების ბაზარზე საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნადობის შესწავლა, შედეგების საფუძველზე ანალიტიკური დასკვნის მომზადება და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანისთვის წარდგენა;
- საუნივერსიტეტო საზოგადოებაში მისიისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
თანამშრომლები

- ანა ფოჩხუა
- სამსახურის უფროსი
- 2 000 171 (142)
- ana.pochkhua@eu.edu.ge