საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი (AI) და მისი პრაქტიკული გამოყენება TESOL-ის კონტექსტი” გაიმართა

ai
2026 წლის 25 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის“ (ETAG) ორგანიზებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით „ევროპის უნივერსიტეტში“ ჩატარდა კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი (AI) და მისი პრაქტიკული გამოყენება TESOL-ის კონტექსტში”.

კონფერენცია თანადაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის პროგრამის ფარგლებში, რეგიონული ინგლისური ენის ოფიცრის, ჯონ სილვერისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალოების შემსრულებელმა, ალან ს. პერსელმა, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ.

მისალმების შემდეგ კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების ტენდენციებზე მთავარი მოხსენებით დაიწყო. მოხსენება წარადგინა აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მ. ლივაისმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებლები საქართველოს უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან. წელს განსაკუთრებული აქცენტი სკოლის მასწავლებლებზე გაკეთდა, რომლებმაც მონაწილეთა და მომხსენებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინეს.

წლევანდელი კონფერენციის ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირება განსაკუთრებით აქტუალური იყო, რადგან ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს როგორც ყველაზე ტრანსფორმაციულ ტენდენციას, ისე უდიდეს გამოწვევას თანამედროვე განათლებისთვის.

პროგრამა მოიცავდა პარალელურ სესიებსა და სამ პარალელურ სემინარს/ვექშოფს, რომლებსაც ინგლისური ენის სწავლების ექსპერტები აშშ-ის საელჩოდან, ჯონ ჯორდანი და მაიკლ ვესიო, დოქტორ ლივაისთან ერთად უძღვებოდნენ.

მოხსენებების თემატიკა იყო AI-ით მხარდაჭერილი სწავლება, აკადემიურ კეთილსინდისიერება, ინკლუზიური განათლება, AI წიგნიერება და სასწავლო გეგმის დიზაინი, რომლის მეშვეობით პედაგოგები გაეცნენ პრაქტიკულ სტრატეგიებს TESOL-ის საკლასო გარემოში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად გამოყენებისთვის.

მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებით „ევროპის უნივერსიტეტი“ თავისი მისიისა და ხედვის ფარგლებში ხელს უწყობს საქართველოში საგანმანათლებლო პრაქტიკის გაუმჯობესებას და სწავლება-სწავლის პროცესში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციას.