საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” პერსონალის მე-4 საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

კვირეული

“ევროპის უნივერსიტეტში” პერსონალის მე-4 საერთაშორისო კვირეული აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით, მონაწილეებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

კვირეულის მეორე დღე დაეთმო სტრატეგიულ პარტნიორობების, ინტერნაციონალიზაციის თანამედროვე ტენდენციებსა და ხელოვნური ინტელექტის როლს უმაღლესი განათლების ორგანიზაციებში. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ და სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ ორჯონიკიძემ წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე: Trends in Internationalization – Mapping Motivations & Strategies Workshop on Internationalization Strategies.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებმა თინათინ ზაალიშვილმა და ანა მარკოიძემ უხელმძღვანელეს ვორკშოპს: EU-funded Project Schemes:Opportunities and Best Practices.

დღის დასასრულს, პიქსელის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა კრისტელ მანენმა ჩაატარა სესია თემაზე: “AI & Digital Tools in Automatization”

კვირეულის მესამე დღე მიეძღვნა კვლევისა და კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციას. ალბერტას კოლეჯის (ლატვია) წარმომადგენელმა აია დიმზამ პარტნიორებს გაუზიარა გამოცდილება ინკლუზიური განათლების მიდგომებსა და მრავალკულტურული გარემოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ზეფატის კოლეჯის წარმომადგენელმა იოვავ ეშეტმა ჩაატარა ვორკშოპი თემაზე აკადემიური კეთილსინდისიერება და კრეატიულობა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ აღნიშნული საკითხების მნიშვნელობაზე თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში.

გაიმართა სესია თემაზე: „საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობების განვითარება: სტრატეგიები, შესაძლებლობები და რეალობა“, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის ლექტორმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა – ნინო მაჩურიშვილმა ჩაატარა.

პერსონალის მე-4 საერთაშორისო კვირეული აკადემიურ სესიებთან ერთად არაფორმალურ და კულტურულ აქტივობებსაც მოიცავს. პროგრამის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობები, ასევე, ესტუმრნენ კახეთის რეგიონს, სიღნაღსა და ბოდბეს, რაც მათთვის საქართველოს კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას წარმოადგენდა.